“ადიგენის #1 საარჩევნო უბანზე მნიშვნელოვან დარღვევას ადგილი არ ჰქონია” – რა საჩივრები დაწერა “ნაცმოძრაობის”
ადიგენის #1 საარჩევნო უბანზე 3 საჩივარი დაიწერა. ერთ-ერთი დარღვევა „ნაციონალურმა მოძრაობის“ დამკვირვებელმა დაწერა. მისი თქმით, ამომრჩევლის სია, რომელიც მეორე რეგისტრატორს ჰქონდა, პირველ რეგისტრატორთან აღმოჩნდა. მეორე საჩივარი კი დამკვირვებელმა საარჩევნო ბიულეტინის კაბინის გარეთ დაკეცვის გამო დაწერა.
საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ინფორმაციით, ადგილზე მნიშვნელოვან დარღვევას ადგილი არ ჰქონია და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.