საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს უბანი დაატოვებინეს. “რეგიონული კვირის”ინფორმაციით, მამაკაცი უბანზე აგიტაციას ეწეოდა და ამომრჩეველთან ერთად კაბინაში შესვლას ცდილობდა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, მათ დროულად შენიშნეს ” ნაცმოძრაობის” წარმომადგენლის მცდელობა, დაეფიქსირებინა ხმა სხვა ამომრჩევლის მაგივრად და მას უბანი დროულად დაატოვებინეს.
” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, უბნის კარებთან აგიტაციას ეწეოდა, მიუხედავად ჩვენი შენიშვნებისა, მან არაფერი გაითვალისწინა და 2 ამომრჩეველთან ერთად კაბინაში შესვლა სცადა. ამის შემდეგ ელდარ ჯალილოვი გავაძევეთ 46-ე უბნიდან”, – განაცხადა ლეილა ჩოხელმა.