ზუგდიდის 30-ე საარჩევნო უბანზე “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე აგიტაციას ეწევა
ზუგდიდში 30 საარჩევნო უბანზე სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცები აძლევენ ხმას კონკრეტულ კანდიდატებს რამდენიმე წუთის წინ იყო ხმაური. უბნის შესასვლელში იმყოფება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აგიტატორი ლალი ოგანესოვი, რომელიც ამომრჩეველს ღიად მიუთითებს, რომ მხარი დაუჭირონ “ნაციონალურ მოძრაობას”, რასაც ადასტურებენ ადგილზე მყოფი მოქალაქეები. ტრადიციულად ჩვენი გადამღები ჯგუფის გამოჩენამ გამოიწვია აგრესია ნაციონალირი მოძრაობის მხარდამჭერების მხრიდან როგორც ლალი ოგანესოვი აცხადებს მას ბეიჯი სახლში დარჩა და ამიტომ იმყოფება გარეთ.