ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა 15 საათის მონაცემებით 30.74 %-ს შეადგენს

15 საათის მონაცემებით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 47 657-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 30.74 %-ს შეადგენს. როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, აღნიშნული მაჩვენებელი ორი პროცენტით აღემატება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ აქტივობას. კომისიის მდივანის ლარინა ლალიაშვილის თქმით, არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს. კომისიაში ამ დროისათვის ათი საჩივარია შესული. საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევებს ეხება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები