მირანდა მესხი: ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის საკმაოდ მაღალი, 30.04% -ია

27-ე მაჟორიტარული და 67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, 15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა 30.04%-ს შედაგენს, რაც მისი თქმით, გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან მხოლოდ 2%-ით განსხვავდება.
მირანდა მესხის შეფასებით, ქვეყანაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია.
„15:00 საათისთვის ამომრჩევლების აქტივობა – 30.04%-ია, რაც, რაოდენობრივად 36 137 ამომრჩეველს შეადგენს. რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, ამ ეტაპისთვის 9 საჩივარი ფიქსირდება, რომელზეც რეაგირება უბნებზე უკვე დაყენებულია. ეს საჩივრები ძრითადად ტექნიკური ხასიათის გადაცდომებია, რაც კენჭისყრის პროცესზე გავლენას არ იქონიებს”, – განაცხადა მესხმა.
რაც შეეხება საჩივრების ავტორებს, მირანდა მესხის განმარტებით, ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების, ზოგიც საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერაა შედგენილი.
„რაც შეეხება კოვიდ უბნებს, ერთ უბანზე დასრულებულია ხმის მოცემის პროცედურა, თუმცა, ხმის დათვლა კანონის შესაბამისად უნდა დაიწყოს. რაც შეეხება მეორე უბანს 109-ეს, რომელიც განთავსებულია რუხის საჯარო სკოლაში, ხმის მიცემის პროცედურა იქ ჯერ არ დასრულებულა”, – განაცხადა მირანდა მესხმა.
როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცედურა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები