ახალციხეში არჩევნებში მონაწილეობა უკვე 7 307-მა ამომრჩეველმა მიიღო
12 საათის მონაცემით, არჩევნებში მონაწილეობა 7 307-მა პირმა მიიღო. ახალციხის ოლქის თავმჯდომარის თეა გავაშელის ინფორმაციით, აქტივობა საკმაოდ მაღალია.
„21%-ზე მეტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. აქტივობა საკმაოდ მაღალია. მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები. პროცედურული დარღვევების გარდა საჩივრები არ დაფიქსირებულა“,- განაცხადა თეა გავაშელმა.