დაპირისპირება მოხდა ქუთაისის #14 საარჩევნო უბანში. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი უბნის თავმჯდომარეს დაუპირისპირდა. ის თავმჯდომარის მოთხოვნებს არ დაემორჩილა და გადაღების წარმოება კაბინასთან ახლოს განახორციელა, რასაც დაპირისპირება მოყვა.
” ეს ქალბატონი დილიდან პროვოკაციულად არის განწყობილი.ვიდეო-ფოტო გადაღებისთვის არის სპეციალირად გამოყოფილი ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ვიდეო ოპერატორები. თუმცა არ დაგვემორჩილა, კაბინაათან ახლოს გადაღების უფლება არ მივეცით, რის გამოც მოაწყო პროვოკაცია. ქალბატონი კენჭისყრის პროცესს ხელს უშლის, რის გამოც გამოვიძახე პოლიცია. მივეცით გაფრთხილება, თუ არ დაგვემორჩილება გავაძევებთ საარჩევნო უბნიდან”,-განაცხადა მე-14 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ მეგი ბიბიჩაძემ.