მარნეულში მეორე საარჩევნო უბანზე ხმაურია
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან მოდის აგრესიული ქცევები უბნის გახსნის წუთიდან, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის მეორე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა გივი შაორშაძემ განუცხადა.
“უბნის გახსნიდან ნაც. მოძრაობის წარმომადგენლები და აგიტატორები გამოირჩევიან აგრესიულო ქცევებით ყველაფერზე შეუძლიათ იყვირონ, მიზეზებს ეძებენ. მათ პროვოკაციებს ვერიდებით არ გვინდა მოხდეს დაპირისპირება. რაც შეხება ინციდენტს მდივანს შეეშალა ჩაწერაში გადასატანი ყუთის ნომერი და ამას მოჰყვა დაპირისპირება. ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია”, – თქვა გივი შაორშაძემ.