გურიაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
გურიაში ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ლანჩხუთსა და ჩოხატაურში საჩივარი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. ოზურგეთში ორი საჩივარი დაიწერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის მიერ.
საჩივრის მიხედვით, „ქართული ოცნების“ აქტივისტს კენჭისყრის გარეთ ხელში ეჭირა სია. თუმცა აღნიშნული სია, როგორც ცესკოს წარმომადგენელი აცხადებს, საჯარო ვერსიაა და ეს არ არის დარღვევა.
ცესკოს წარმომადგენლის განცხადებით, ლაითურში, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანი უბანზე მივიდა და იქ მისცა ხმა. ეს არის საუბნო-საარჩევნო კომისიის პროცედურული დარღვევა. ამ საკითხთან დაკავშირებით ოლქი იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.