წალენჯიხაში ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისთვის 18,77% -ს შეადგენს
წალენჯიხის N68 სამაჟორიტარო ოლქში, 12:00 საათის მონაცემებით, რეგისტრირებული 29, 043 ამომრჩევლიდან, ხმა 5 451 -მა ამომრჩეველმა მისცა.
“12:00 საათის მონაცემებით, 5 451-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 18, 77 %- ია. რაც შეეხება საჩივრებს, საარჩევნო საოლქო კომისიაში ამ ეტაპზე არც ერთი საჩივარი არ შემოსულა. ხმის მიცემა მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. რაც შეეხება კოვიდუბნებს, ამ ეტაპზე იზოლაციაში მყოფმა 7-მა მოქალაქემ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი“, – განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ანა მიქავამ. წალენჯიხაში სულ 28 საარჩევნო უბანია გახსნილი.