სენაკში ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისთვის 23,4% შეადგენს
სენაკის N64 სამაჟორიტარო ოლქში,12:00 საათის მონაცემებით, რეგისტრირებული 32 589 ამომრჩევლიდან, ხმა 9 161 -მა ამომრჩეველმა მისცა.
“12:00 საათის მონაცემებით, 9 161-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 23, 4%- ია. რაც შეეხება საჩივრებს, საარჩევნო საოლქო კომისიაში ამ ეტაპზე არც ერთი საჩივარი არ შემოსულა”, – განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ცოტნე შუშანიამ.
სენაკში სულ 44 საარჩევნო უბანია გახსნილი.