მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ლაითურის საარჩევნო უბანზე ხმა იზოლაციაში მყოფმა პირებმა მისცეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ინფორმაცია თითქოს გურიაში, ლაითურის საარჩევნო უბანზე იზოლაციაში მყოფმა პირებმა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეიბა მიიღეს, ტყუილია.

საუბარია დავითაძეების ოჯახზე, რომლებიც იზოლაციაში ნამდვილად იმყოფებოდნენ, თუმცა  მდინარაძს ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა მათ ორი დღის წინ ამოეწურათ.

„ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, როგორც ჩანს, ამ მიზნით ჩაერთო ლაითურის საარჩევნო უბნიდან ჟურნალისტი, რომელმაც განაცხადა, თითქოს ლაითურის საარჩევნო უბანზე მიიყვანეს იზოლაციაში მყოფი პირები, საუბარია დავითაძეების ოჯახზე, რომლებიც მართლა იმყოფებოდნენ იზოლაციაში, თუმცა 2 დღის წინ მათ გაუვიდათ იზოლაციის ვადა. მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეაშინონ ამომრჩეველი, თითქოს იზოლაციაში მყოფი პირები ფიქსირდებიან უბნებზე, გავრცელდა არასწორი, შეგნებულად ცრუ ინფორმაცია, თითქოს გურიის ლაითურის უბანზე მიიყვანეს იზოლაციაში მყოფი პირი. ეს არის ტყუილი, ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველა მედიასაშუალებას, ყველა ჟურნალისტს, ნუ ჩაებმებიან იმ სქემაში, რომელზეც ჩვენ წინა 3-4 დღის განმვალობაში დეტალური ინფორმაცია მოგაწოდეთ და სანამ ჩაიშლება „ნაცმოძრაობაში“ და მათ დამხმარეებში ეს ამბები და დავალებები, ჩვენ მოგვდის ინფორმაციები და იქნებ დაგვიჯეროთ ამდენი ფაქტობრივი მტკიცებულებების შემდეგ,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები