ყიზილაჯლოში “ნაცმოძრაობის” 4 და “ქართული ოცნების” ერთი წარმომადგენელი საარჩევნო უბნიდან გააძევეს

ყიზილაჯლოში 89-ე საოლქო საუბნო კომისიის მდივანმა “ნაციონალური მოძრაობის” 4 და “ქართული ოცნების” 1 წარმომადგენელი საარჩევნო უბნიდან გააძევა.

მისი თქმით, ისინი ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

“დილიდან სანამ უბანი გაიხსნებოდა, სხვადასხვა პარტიის ე.წ. წარმომადგენლები შემოვიდნენ უბანზე, გავატარე რეგისტრაცია და დაიწყეს პატარ-პატარა პროვოკაციები. ფართი ძალიან პატარაა სადაც ვიმყოფებით და ვცდილობთ, კანონის დაცვით გავაკეთოთ ყველაფერი. მივიდა “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი რეგისტრატორთან და უშლიდა ხელს მოვალეობის შესრულებაში ერთი გაფრთხილების შედეგად რომ არგაითვალისწინა, კომისიის ხმათა უმრავლესობით ამ ადამიანმა დატოვა უბანი. შემდეგ დადგეს სპექტაკლი ყვირილით შემოვარდნენ ხელს გვიშლიდნენ და ისინიც გავაძევეთ, რადგან ცესკოს წარმომადგენელს დაუპირისპირდა და ფიზიკურად შეეხო მაისური ჰქონდა გახეული ამ ყველაფერზე კანონის შესაბამისად ვიმოქმედე და გამოვუშვით კენჭისყრის შედეგად.
კიდევ ერთი ფაქტი მოხდა როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციას აყვა “ქართული ოცნების” წარმომადგენელი და ორივემ დატოვა უბანი. ჩვენთვის მნიშნელობა არააქვს რომელი პარტიის წარმომადგენლები არიან, ჩვენ ვიცავთ კანონს. ჯამში უბანი დატოვა 5-მა წევრმა, 4 არის “ნაცმოძრაობიდან” და 1 – “ქართული ოცნებიდან”, – განაცხადა ლაშა ჩხიტუნიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები