კახა კალაძე: გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, სოფელ ყარაჯალაში არეულობის შექნის მიზნით ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს. კალაძის განცხადებით, ყოველ პროვოკაციულ ქმედებაზე სამართალდამცველებს კანონის შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

“ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არეულობის შექნის მიზნით ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება. ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას. ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, დანაშაულებრივ ქმედებაზე სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაგირება. დესტრუქციის მოსურნეებს საკუთარი მიზნების შესაძლებლობა გარანტიას გაძლევთ, რომ არ მიეცემათ და ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად,” – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები