მესტიის მუნიციპალიტეტში, უკვე 3 ათასამდე ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლო მონაცემებით 3 ათასამდე ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც 47-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
ჯამში მესტიაში 8,860 მოქალაქეა რეგისტრირებული. ამომრჩევლები ამბობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით უბნებზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციაა გათვალისწინებული.
რამდენიმე წუთის წინ საკუთარი არჩევანი გააკეთა პარლამენტის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მან ხმა მისცა ქვეყნის თავიუფლებას და წარმატებულ მომავალს.
ამ დრომდე საოლქო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ დაწერილა და საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.