ხობში 6 000-ზე მეტა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

ხობის N66 სამაჟორიტარო ოლქში, 12:00 საათის მონაცემებით, რეგისტრირებული 27, 533 ამომრჩევლიდან, ხმა 6 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.
„12:00 საათის მონაცემებით, 6 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 23,4 %- ია. საჩივრები არ გვაქვს ამ ეტაპისთვის. ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს“, – განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დათო ჯობავამ. ხობში სულ 33 საარჩევნო უბანია გახსნილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები