12 საათის მონაცემებით მარტვილში აქტივობა 20,26%-ს შეადგენს

მარტვილის N65 სამაჟორიტარო ოლქში, 12:00 საათის მონაცემებით, რეგისტრირებული, 32 100 ამომრჩევლიდან, ხმა 6 023 ამომრჩეველმა მისცა.
„12:00 საათის მონაცემებით, 6 023-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 20, 26%- ია. რაც შეეხება საჩივრებს, ამ ეტაპზე საოლქოში არცერთი საჩივარი არ არის შემოსული“, – განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნინო დანელიამ.
მარტვილში სულ 40 საარჩევნო უბანია გახსნილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები