რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მოსახლეობის აქტივობამ 28,3% შეადგინა

ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დილიდანვე ორგანიზებულ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებენ მოქალაქეთა აქტივობა 12 საათისთვის საკმაოდ მაღალია.
ცაგერში-30%, ლენტეხში-26,1%, ხოლო რაჭაში 29,14 %-ია.
მთლიანად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში აქტივობამ 12 საათისთვის 28, 3 % შეადგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები