ანა მიქელაძე: ბოლნისის 55-ე უბანზე საარჩევნო ყუთი ადგილზეა

როგორც ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთი ადგილზეა. რაც შეეხება ყუთის გატაცების მცდელობას, ამასთან დაკავშირებით, ვიძიებთ ინფორმაციას, თუმცა მთავარი არის ის, რომ საარჩევნო უბანზე არის ყუთი, ის არავის გაუტაცია და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, – ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ანა მიქელაძემ განაცხადა.

„რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებს აქვთ მუშაობის შესაძლებლობა. არ ჩვენებში ჩართულ ნებისმიერ მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, კანონმდებლობის სრული დაცვით, განახორციელოს საქმიანობა ისე, რომ ხელი არ შეეშალოს საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საარჩევნო ინვენტარის მოპარვის ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, არზუმან ხასიევს “ევროპული საქართველოდან“ და ვაშაძის პარტიის კანდიდატს, ელიმდარ მირიევს, გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა ჰქონდათ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს – ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები