ლესის საარჩევნო უბანზე “ენმ-ს” წევრმა მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობიდან” არის, უბანზე საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა.

თავდაპირველად, აღნიშნულმა პირმა, მოვალეობების გადანაწილების დროს, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, იგი რეგისტრატორად იყო განწესებული. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მან მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა, რამაც უბანზე ქაოსი გამოიწვია. გამომდინარე იქედან, რომ ლესის საარჩევნო უბანი დიდია, სამი რეგისტრატორის ნაცვლად დარჩა ორი.

აღნიშნულ პირს საარჩევნო უბანი არ დაუტოვებია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები