დავით გაბაიძემ არჩევანი ბათუმის 49-ე უბანზე გააკეთა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ არჩევანი ბათუმის 49-ე უბანზე გააკეთა.
“არჩევანი გავაკეთე იმ პოლიტიკური ძალისა და მაჟორიტარების სასარგებლოდ, ვინც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად იმსახურებს ნდობას, აქვს სათანადო ცოდნა, გამოცდილება და ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ განაგრძოს საქართველოს სწორი, სტაბილური განვითარება”, – აღნიშნა დავით გაბაიძემ.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.