ლანჩხუთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამომრჩეველს ფოტოებს უღებდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთის საუბნო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებელმა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, ამომრჩევლებს ფოტო გადაუღო. როგორც თავად განაცხადა, ფოტო გადაღებული ზურგიდან იყო, არ იყო იდენტიფიცირება შესაძლებელი. მსგავსი ქმედება არის კანონის უხეში დარღვევა, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ამ ფაქტის გამო მას მკაცრად მიუთითა და ფაქტი დროულად აღკვეთა.