რესან კონცელიძე: ჩვენ საარჩევნო პროცესს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ვატარებთ

“ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარლამენტში, რესან კონცელიძემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. მისი თქმით, ხმა მოქალაქეების სოციალურ და სამართლებრივ დაცულობას მისცა. რესან კონცელიძის თქმით, ამ დროის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
“ხმა მივეცი საქართველოს გამარჯვებას ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივ და სოციალურ დაცულობას. ასევე უკეთეს ცხოვრებას, წარმატებას, წინსვლას, ველოდებით გამარჯვებას და უკეთეს მომავალს. ჩვენ საარჩევნო პროცესს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ვატარებთ. დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“,-განაცხადა რესან კონცელიძემ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები