შალვა კერესელიძე: საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანია
პარტია„ქართული ოცნების“ მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტობის კანდიდატმა, შალვა კერესელიძემ საკუთარი არჩევანი დუშეთში, #2-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
ის ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა. კერესელიძის განცხადებით, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანია. როგორც კერესელიძემ განმარტა, მან ქვეყნის წარმატებასა და განვითარებას მისცა ხმა.