” ქართული ოცნების” თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს

” ქართული ოცნების” თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ოპოზიცია, კერძოდ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გარკვეული პროვოკაციების სახით, დესტაბილიზაციის შექმნას გეგმავს.
პლატონ კალმახელიძე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რომ ყველა პროვოკაციული შემთხვევა აღკვეთონ.
” ჩვენი ყველა წინასწარი ინფორმაციით, “ქართული ოცნება” თელავის მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად იმარჯვებს, გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ” ნაციონალური მოძრაობა” აპირებს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას და დესტაბილიზაციის შემოტანას, მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, აღკვეთონ ყველა ეს შესაძლო კანონდარღვევა და იმოქმედონ კანონის ფარგლებში, რათა პრევენციულად იქნას ყველა ასეთი შემთხვევა აცილებული”,- აცხადებს პლატონ კალმახელიძე.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები