აბაშის N63 სამაჟორიტარო ოლქში, 12:00 საათის მონაცემებით ხმა 4 602 ამომრჩეველმა მისცა

აბაშის N63 სამაჟორიტარო ოლქში, 12:00 საათის მონაცემებით, რეგისტრირებული 20 713 ამომრჩევლიდან, ხმა 4 602 ამომრჩეველმა მისცა.
„12:00 საათის მონაცემებით, 4 602-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 19 %- ია. რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, ამ ეტაპისთვის სულ ერთი საჩივარია შემოსული, რაც პროცედურულ დარღვევას გულისხმობს”, – განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ქოიავამ.
აბაშაში სულ 25 საარჩევნო უბანია გახსნილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები