აჭარაში 12 საათის მონაცემებით, ხმა 55 933-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 17, 76 პროცენტია
აჭარაში 12 საათის მონაცემებით ხმა მისცა 55 933 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 17, 76 პროცენტია.
აღნიშნული მონაცემები აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
როგორც უსკოში განაცხადეს, ოლქების მიხედვით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმში დაფიქსირდა 24 331. “ქობულეთში 13 ათასი ამომრჩეველი, მთიან აჭარის ოლქში კი 18 584 გამოცხადდა”,- აცხადებენ უსკოში.