მირანდა მესხი:12 საათის მონაცემებით ზუგდიდში აქტივობა 14,1%-ს შეადგენს

ზუგდიდის N67 საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა 16,1%-ს შეადგენს.
„ზუგდიდის N67 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულია 120,312 ამომრჩეველი, რაც შეეხება, 12 საათის აქტივობას, ხმა უკვე მისცა 19,945 ამომრჩეველმა, რაც 16,1%-ს შეადგენს. რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, ამ ეტაპზე კომისიაშია სამი საჩივარი დარეგისტრირებული. ერთი ეხება N89-ე უბანზე დაფიქსირებულ ფაქტს, სადაც მაჟორიტარული ბიულეტენით მოხდა ამომრჩევლების მონაწილეობა მხოლოდ, 40-მდე ამომრჩეველი ერთი სახის ბიულეტენით იღებდა მონაწილეობას. პროცესი უკვე განმუხტულია და ხმის მიცემა ორივე სახის ბიულეტენით მიმდინარეობს. მეორე საჩივარი შეეხება გადასატანი საარჩევნო ყუთის გაყოლასთან დაკავშირებით, პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრის უარის თქმას მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე. ამ ეტაპზე სხვა დარღვევებზე საოლქოში არაფერი შემოსულა”, – განაცხადა მირანდა მესხმა.
კითხვაზე. თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება და რა დარღვევbას ჰქონდა ადგილი ზუგდიდის N89-ე უბანზე, მესხმა ვრცელი განმარტება გააკეთა.
„პროცედურულ შეცდომას და დარღევას აქვს ადგილი და პასუხისმგებლობა იკვეთება თავმჯდომარის, მაგრამ გადაღლის შედეგად, ვერ გაითვალისწინა. ამომრჩეველმა ამაზე რეაგირება არ გააკეთა, ჩართულმა მხარეებმა მედია ორგანიზაციამ რეაგირება არ მოახდინა, იქ იმყოფება სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები, თუნდაც საოლქო-საუბნო კომისიის შემაგდენლობა ან ამომრჩევლები, ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, ვერც ერთმა ვერ დააფიქსირა, რომ მიიღო მხოლოდ ერთი სახის ბიულეტენი. თავმჯდომარემ თვითონ აღმოფხვრა ეს პროცედურულად, როდესაც მაგიდაზე დაინახა მეორე ბიულეტენი. რა თქმა უნდა მივიღებთ ამაზე რეაგირებას, თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითზე, მაგრამ ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ემუქრებიან თავმჯდომარეს აშინებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. პროცედურულად ეს არის დარღვევა და დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ”, – განაცხადა მესხმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები