გოგი მეშველიანის განცხადებით, მის საარჩევნო ოლქში ოპოზიციას პროვოკატორები ყავს მობილიზებული
ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყაროსა და წალკის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა საკუთარი არჩევანი გააკეთა და ხმა ბოლნისში მეოთხე უბანზე მისცა.
მისი თქმით, უბნებზე ოპოზიციას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მობილიზებული ყავს ადამიანები, რომლებიც “ჩამოყვანილი არიან სპეციალურად პროვოკაციის მოწყობის მიზნით”.
“მე, როგორც მოქალაქემ და კანდიდატმა ძალიან პოზიტიური განწყობით, ხმა მივეცი საქართველოს მომავალს და ეს მომავალი არის დაკავშირებული იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელსაც მე წარმოვადგენ.
გუშინ რა ინფორმაციებიც ვრცელდებოდა ფაქტობრივად დღეს დადასტურდა. ჩვენ ვხედავთ 100-მდე მობილიზებული ადამიანის გადაადგილებას, ეს ადამიანები არ არიან ჩვენი ოლქის მაცხოვრებლები, ისინი ჩამოყვანილი არიან სპეციალურად პროვოკაციის მოწყობის მიზნით. ერთ-ერთი ასეთი პროვოკაცია ჩვენ ვიხილეთ ქვემო ბოლნისში სადაც ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს გადასატანი ყუთის გატაცება. ჩვენი აქტივი არის გაფრთხილებული, რომ არ უნდა აყვნენ პროვოკაციას და მაქსიმალურად შეიკავონ თავი სიტყვიერი საპირისპირებისგან და ჩვენ იმედი გვაქვს რო დღევანდელი დღე მშვიდობიამად ჩაივლის. ის ინფორმაცია რომ იარაღოთ არიან მობილიზებული პირველ რიგში ეს ი ფორმაცია გახლავთ ჩვენი ოპონენტების წრეებიდან გამოსული ინფორმაცია მოგეხსენებათ რომ რამდენიმე ასეული ადამიანის მობილიზება ისე რომ ი ფორმაციამ არ გაჟონოს ძალიან რთულია და ის ამბავი რომ ჩვენი ოპონენტები იარაღით გადაადგილდებიან მათაც დაადასტურეს”,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.