ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმაური და დაპირისპირებაა, საკრებულოს თავმჯდომარე მივიდა

ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმაური და დაპირისპირებაა, საკრებულოს თავმჯდომარე, საარჩევნო შტაბის უფროსი ამირან გიორგაძე მივიდა.

როგორც ის განმარტავს, ადგილზე სიტუაციაში გასარკვევად იმყოფება.

“მე მაქვს უფლება, ყველა უბანზე მივიდე. დავდივარ, ყველა უბანზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ახდენენ პროვოკაციებს, მე ვარ საარჩევნო შტაბის უფროსი, რათა დავაწყნარო სიტუაცია. აქაც ამ მიზნით მოვედი, მითხრეს, რომ რაღაც ხდება”, – განაცხადა გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები