ზუგდიდის #27 სამაჟორიტარო ოლქში, 12:00 საათის მონაცემებით, ხმა 19 925 მისცა

ზუგდიდის #27 სამაჟორიტარო ოლქში, 12:00 საათის მონაცემებით, რეგისტრირებული 120 312 ამომრჩევლიდან, ხმა 19 925 მისცა.

„12:00 საათის აქტივობას რაც შეეხება, 19 945-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 16,6 %- ია. რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, ამ ეტაპისთვის სამი საჩივარია შემოსული”, – განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.

ზუგდიდში სულ 108 საარჩევნო უბანია გახსნილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები