ნინო ლაცაბიძე: სულ რამდენიმე საათი რჩება იქამდე სანამ გამარჯვებას ვიზეიმებთ

რუსთავსა და გარდსაბანში პარტია “ქართული ოცნების”  მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ საკუთარი არჩევანი რუსთავის მე-14 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ პირველივე ტურში უპირობოდ გაიმარჯვებს.
“იმ არჩევანით რომელიც მე გავაკეთე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში განვითარების ახალი ეტაპი, რომლის ნაწილიც აუცილებლად იქნება რუსთავი და გარდაბანი, და გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და ასევე განხორციელებული ინიციატივა. რაც შეეხება საღმოს და შედეგებს ჩვენ დარწმუნებულივართ გამარჯვებაში და ეს გამარჯვება იქმება პირველივე ტურში და სულ რამდენიმე საათი რჩება იმისთვის რო ეს გამარჯვება ვიზეიმოთ”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები