ირაკლი ხახუბია: ხმა მივეცი ჩვენს ქართულ ჭეშმარიტ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპულ მომავალს

“ქართული ოცნების“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი ფოთში მე-9 საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც ოჯახთან ერთად მივიდა. მისი განცხადებით, მან ხმა ჭეშმარიტ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპულ მომავალს მისცა.

„ხმა მივეცი ჩვენს ქართულ ჭეშმარიტ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპულ მომავალს, სიმშვიდეს, განვითარებას, ერთიანობას. გარწმუნებთ, დღეს ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს და ღირსეულ გამარჯვებასაც მოვიპოვებთ. ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და შემართება, რომელსაც ჩვენს მოქალაქეებში ვხედავ. დარწმუნებული ვარ, აქტივობა კიდევ გაიზრდება და დღის ბოლოს დამაჯერებელ გამარჯვებას ყველა ერთად ვიზეიმებთ,“- განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები