იარაღის დემონსტრირება არის ამ დესტრუქციული სცენარის ნაწილი, რომელიც მკაცრად პასუხგაცემული იქნება – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ბოლნისში დიმიტრი შაშკინის იარაღით გადაადგილების კადრებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის დესტრუქციული ქმედება, რომელიც კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრად პასუხგაცემული ქმედება იქნება.

“იარაღის ტარების უფლება აქვს ნებისმიერ დეპუტატს, ან ყოფილ სამართალდამცველს და ა.შ. მაგრამ, როდესაც საარჩევნო პროცესს ეხება საქმე, იქ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა.

იქ დაუშვებელია, რომ ვინმემ იარაღით იაროს, რაში სჭირდება ან დიმიტრი შაშკინს, ან ოქრიაშვილს იარაღი იქ?! ეს დაუშვებელია.

ბუნებრივია და ეჭვები ჩნდება, რომ მათ აქვთ დესტრუქციული ზრახვები და იარაღის დემონსტრირება არის ამ დესტრუქციული სცენარის ნაწილი.

ჩვენ გვინდა, რომ მათ ძალიან მკაცრად ვუთხრათ, ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება იქნება მკაცრად პასუხგაცემული კანონის საფუძველზე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები