12 საათისთვის ლენტეხში აქტივობამ 26% შეადგინა
ლენტეხის მუნიციპალიტეტის N1 საარჩევნო უბანზე 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 26,1% შეადგინა.
„დაცულია ყველა რეკომენდაცია და არჩევნები ნორმალურ რიტმში მიმდინარეობს, მთავარია მშვიდობა იყოს და ხმა მივცეთ იმას, ვინც გვინდა“,-აცხადებს ლენტეხელი ამომრჩეველი ნავრეზ ლიპარტელიანი.