თელავის მერი: როგორც საარჩევნო კამპანია, არჩევნების დღეც მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
დილიდან საკუთარი არჩევანი თელავის მუნიციპალიტეტის მერმაც გააკეთა. შოთა ნარეკლიშვილმა საკუთარი ხმა N2 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
ნარეკილშვილმა აღნიშნა, რომ ხმა მისცა ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებას.
,,ისევე, როგორც წინა საარჩევნო კამპანია, არჩევნების დღეც მშვიდ გარემოში მიმდინარეობს თელავის მუნიციპალიტეტში.
რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, მშვიდ, წყნარ განვითარებას, სტაბილურობას და ქვეყნის წარმატებას”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
არჩევანი გააკეთა ასევე, თელავი-ყვარელი-ლაგოდეხი-ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კამდიდატმა.
გიორგი ბოტკოველმა საკუთარი ხმა N11 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა და განცხადა, რომ არჩევანი ქვეყნის გადარჩენისთვის გააკეთა.