მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს #5 საარჩევნო უბანი დაატოვებინეს
მარნეულში კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. მეხუთე საარჩევნო უბანი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს დაატოვებინეს. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არასაფუძვლიან მოთხოვნებს აყენებდნენ და კომისიამ ჩათვალა, რომ ისინი კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდნენ, რის გამოც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მათ საარჩევნო უბანი დაეტოვებინათ.