ბოლნისის მერი: ხმა საქართველოს ნათელ მომავალს მივეცი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მერმა ხმა ბოლნისის N3 საარჩევნო უბანზე მისცა.

„პანდემიის მიუხედავად, დღეს არჩევნები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით ტარდება. დღეს ხმა საქართველოს ნათელ მომავალს მივეცი. ჩვენი არჩევანი ქვეყნის მომავალ განვითარებას, დასავლურ კურსს განაპირობებს, ამიტომ მჯერა, ჩვენი მოქალაქეები თავიანთი გადაწყვეტილებით მხარს ეკონომიკურად ძლიერ და მშვიდობიან საქართველოს დაუჭერენ. მსურს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო მოვიდეს არჩევნებზე და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყოს ხელი“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები