ქუთაისის #59 საარჩევნო ამ დროის მონაცემებით, 11 194 ამომრჩეველმა მისცა ხმა
ქუთაისის #59-ე საარჩევნო ოლქში, ამ დროის მონაცემებით დაფიქსირდა 11 194 ამომრჩეველი რაც, საერთო ამომრჩეველის 7,2 პროცენტს შეადგენს. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გელა თუთბერიძის განცხადებით, კენჭისყრა მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. როგორც კომისიაში აცხადებენ, ამ დროiსთვის, განსაკუთრებული ცვლილება აქტივობაში არ შეიმჩნევა, ეს არის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი, ამ მომენტისთვის შემოსულია 4 საჩივარი, ძირითადად პროცედურული ხასიათის, კერძოდ საარჩევნო ბიულეტინების გაცემასთან, უბნის გახსნასთან , ჭრილის ლუქებთან და ამომრჩევლის ფოტო ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით.