ტიტე აროშიძე: ,,მე ხმას ვაძლევ ქვეყნის სტაბილურობას“

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევანი 10:30 წუთზე გააკეთა.

ტიტე აროშიძე საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა. კანდიდატის თქმით, ხმა ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებას მისცა.

,,მე ჩემს შვილებთან ერთდ მოვედი დღეს არჩევნებზე. ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას- შესაბამისად ეს არის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“. მოხარული ვარ რომ არჩევნები ტარდება მშვიდ გარემოში, როგორც ცნობილია ყველა უბანზე არის მშვიდი, სტაბილური მდგომარეობა. ძალიან კარგია რიგი რომ დგას უბნებთან. ეს იმის მანიშნებელია, რომ მოსახლეობას აინტერესებს ქვეყნის ბედი“,-განაცხადა ტიტე აროშიძემ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები