ზუგდიდის ორი უბნიდან “ნაციონალების” დამკვირვებლები გააძევეს

ზუგდიდის ორი, N55-ე და N26-ე საარჩევნო უბნებიდან “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლები და კომისიის წევრი გამოაძევეს.

26-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ბადრი ჯიმშელიას განცხადებით, გამოძევების მიზეზი, ფოტო-ვიდეო გადაღების რეგლამენტით გათვალისწინებული წესების დარღვევა გახდა.

“უბანზე მასმედიის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელიც საარჩევნო ყუთთან აწარმოებდა მუდმივ გადაღებას, მიეცა გაფრთხილება, თუმცა ამის მიუხედავად მან გააგრძელა ფოტო-ვიდეოს გადაღება, რითიც დაარღვია დადგენილი წესი. ამომრჩევლები, ზოგი კაბინიდან გამოსულები ბიულეტენის დაკეცვას ვერ ასწრებდნემ და ბიულეტენი ღია ჰქოდათ, მათ იდენტიფიცირებას ახდენდა. რამოდენიმე გაფრთხილების მიუხედავად, მან არ დატოვა უბანი, შესაბამისად იქნა გაძევებული. მთავარია, ჩემს უბანზე არჩევნები ჩატარდეს მშვიდად, და ვისი პარტიიდან იქნებიან დამრღვევები, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული”, – განაცხადა 26-ე უბნის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები