თორნიკე რიჟვაძე: ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს
ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხმა მისცა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და თავისუფალი განვითარებისათვის.
მე არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის – საქართველოს წარმატებისთვის. მოქალაქეებს მადლობა მინდა გადავუხადო, თქვენც ხედავთ რამდენად დიდია აქტივობა.
დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს”,- აღნიშნა რიჟვაძემ.