დავით სონღულაშვილი: აუცილებლად გავიმარჯვებ პირველ ტურში

დილიდან საკუთარი არჩევანი გურჯაანი-დედოფლისწყარო-საგარეჯო-სიღნაღის ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის N25 უბანზე დააფიქსირა.
დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქემ დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.

,,ხმა მივეცი უფრო მეტ წარმატებას, უფრო მეტ პროექტებს, უფრო მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის.
მოლოდინი მაქვს არაჩვეულებრივი. აუცილებლად გავიმარჯვებ პირველ ტურში”,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები