გორის 32 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების 8 პროცენტზე მეტმა უკვე დააფიქსირა პოზიცია

გორის #32 უბნის საოლქო კომისიის დავმჯდომარის მალხაზ მირუაშვილის განცხადებით. 10 საათის მონაცემებით, საკუთარი საარჩევნო ხმით 7766-მა მოქალაქემ ისარგებლა.

“გორის #32 საარჩევნო  ოლქში 10 საათისთვის დაფიქსირდა 7766 ამომრჩეველი. ეს არის ოლქში არსებული ამომრჩევლების 8.1%. რაც შეეხება დარღვევებს რიგი პროცედურული დარღვევა იყო რამოდენიმე უბანზე. ერთი საჩივარია მე-9 უბანთან დაკავშირებით, რომელზეც საუბნო საარჩევნო კომისიამ რეაგირება უკვე მოახდინა”,- განაცხადა მალხაზ მირუაშვილმა.
შეგახსენებთ, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები