აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც მიმდინარეობს
საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც მიმდინარეობს. მოსახლეობა დღეს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლეს საბჭოს ოთხი წლის ვადით ირჩევს. უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატი იქნება, 18 პარტიული სიით არჩეული და 3 მაჟორიტარი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 25 პარტია და ერთი ბლოკია რეგისტრირებული. ასევე, 19 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტირებული.
აჭარის სამ მაჟორიტარულ ოლქში 314 889 ამომრჩეველია რეგისტრირებული.