სამეგრელო-ზემო სვანეთში 352 საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის, დილის 08:00 საათზე გაიხსნა

სამეგრელო-ზემო სვანეთში 352 საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის, დილის 08:00 საათზე გაიხსნა
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით 352 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს.
როგორც, რეგიონში არსებული საოლქო კომისიის ხელმძღვანელი პირები „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებენ, ამ დროისთვის ხმის მიცემა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„საარჩევნო უბნები გაიხსნა დილის 07:00 საათზე, ხოლო პირველი ამომრჩევლები უბნებზე დილის 08:00 საათიდან მივიღეთ. დარღვევის ფაქტებს ადგილი ამ დრომდე არ ჰქონია და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს“, – უთხრა „რეგიონულ კვირას“ აბაშის N63-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ქოიავამ.
ანალოგიური სიტუაციაა, რეგიონის დანარჩენ 8 ოლქში.
იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 9 სპეციალური საარჩევნო უბანი.
წლევანდელ არჩევნებზე ამომრჩევლებს ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევთ. უბნებზე მათ პირბადე და ინდივიდუალური კალამი დახვდებათ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ხმის უფლების მქონე 341, 252 მოქალაქეა რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები