იოსებ ხახალეიშვილმა ხმა ქუთაისის მეორმოცე უბანზე მისცა
საკუთარი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა. კანდიდატი ქუთაისის მეორმოცე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მისი და მისი პოლიტიკური გუნდის ღირსეულ გამარჯვებას ელოდება. რაც შეეხება არჩევანს, ამბობს, რომ ხმა ქალაქის განვითარებას, ქუთაისში განათლების განვითარებას და ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის ქუთაისის შესაძლებლობების ქალაქად ქცევას მისცა.
“ველოდებით ღირსეულ გამარჯვებას და შევუდგებით ჩვენი ქალაქის და ქვეყნის აღმშენებლობას”, -აღნიშნა კანდიდატმა.