მარნეულის მეხუთე უბანზე საარჩევნო პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო

მარნეულის მეხუთე საარჩევნო უბანზე ხმაურია. ადგილზე მარნეულის პოლიციის უფროსი რუსლან იოსელიანიც იმყოფება, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის გამოიძახეს.

ადგილზე საარჩევნო პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ლაშა ქველაძე აცხადებს, მათ დამკვირვებელს უფლებას არ აძლევენ, ამომრჩევლის რეგისტრაციას დააკვირდეს.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ანა ილურიძის განცხადებით, უბანზე ხმაური ჟურნალისტებმა შექმნეს, რადგან უბანში ბევრი ჟურნალისტი მივიდა, რაც კომისიას მუშაობაში ხელს უშლის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები