გაგა აფციაური: რუსთავში კენჭისყრის პროცესი მშვიდ, წყნარ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს

რუსთავში საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა, პირველმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ გაგა აფციაურმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, კენჭისყრის პროცესი დაწყებულია მშვიდ, წყნარ და დემოკრატიულ გარემოში.

მისივე თქმით, რუსთავში 6 სპეცუბანია.

“რუსთავში გახსნილია 90 საარჩევნო უბანი, 84-ია ძირითადი უბანი და 6 გვაქვს სპეცუბანი და გადანაწილებულია წილისყრით 7-8 საათამდე ჩასატარებელი ფუნქციები კანონის შესაბამისად და უკვე მზად არიან უბნები, მიიღეს პირველი ამომრჩეველი, ამით იმის თქმა მინდა, რომ კენჭისყრის პროცესი დაწყებულია მშვიდ, წყნარ და დემოკრატიულ გარემოში”, – განაცხადა გაგა აფციაურმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები