“ცაგერის N45 ოლქში 42 სააუბნო საარჩევნო კომისია დროულად გაიხსნა და პირველმა ამომრჩეველმა ხმა უკვე მისცა”
„ცაგერის N45 ოლქში 42 საარჩევნო უბანი გაიხსნა, აქედან ერთი სპეციალური უნბანია, სადაც თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები მოსცემენ ხმას“, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ლელა კოპალიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, უბნები ყველგან ორგანიზებულად გაიხსნა და არანაირ შეფერხებას და ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია.
ცაგერის N1 საარჩებვნო უბანში პიველმა ამომრჩეველმა ხმა უკვე მისცა. ამავე უბანზე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავამ.